1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე, რომელსაც თავმჯომარეობდა გიორგი ყაზბეგი წარმოადგინეს საკითხი, რომ ყველა განყოფილებისთვის საქმის წარმოების ერთნაირი წესი შეემუშავებინათ. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი