დიმიტრი ერისთავი ოზურგეთიდან სამსონ ფირცხალავასთვის გაგზავნილ წერილში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას სთხოვდა დახმარებოდნენ ილია ჭავჭავაძის ხსოვნის საღამოს გამართვაში და სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ სასწრაფოდ გაეგზავნათ მისთვის საჭირო მასალა – პოეტის დიდი სურათი, ბიოგრაფიული ცნობები და ჯარის სიმღერის („ქართველო, ხელი ხმალს იკარ!") ნოტები.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი