საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19122

ფაქტი 19122

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძის თხოვნით დაადგინა, ამავე სკოლის ხელსაქმის მასწავლებლისა და მოსწავლე ქალებისთვის საქველმოქმედო ბაზრისთვის ნივთების დასამზადებელი მასალის საყიდლად იანვრისთვის გადაედოთ თანხა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19122; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .