საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19135

ფაქტი 19135

1912 წლის 14 მარტს სამუზეუმო კომისიის სხდომაზე განიხილეს ქართული მუზეუმის საკითხი. სხდომას თავმჯდომარეობდა ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ სამუზეუმო კომისიის წევრები: ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი. წევრები: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

წელი:
1912
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19135; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .