საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19165

ფაქტი 19165

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ახლად გათავისუფლებული კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის შესახებ დაადგინა, რომ მისთვის გამოეცხადებინა მადლობა კავკავის სკოლაში 10 წლის მანძილზე გაწეული ღვაწლისთვის და ეთხოვა, არ მოეკლო თავისი ზრუნვა სკოლისთვის მომავალშიც. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19165; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .