საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19181

ფაქტი 19181

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფიო დავითის ასულმა ციციშვილმა, დახმარებოდნენ ფულით ან სასწავლო ნივთებით სამთავროს დედათა მონასტრის მასწავლებლებს საკვირაო სკოლის გახსნისთვის სოფელ მცხეთაში. გამგეობამ მათ ერთი თუმნის წიგნები გაუგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19181; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .