საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19182

ფაქტი 19182

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფელ სორის სამრევლო სკოლის მზრუნველმა გიორგი დავითის ძე ჩიკვაიძემ, რომ სკოლისთვის გაეგზავანათ სასწავლო წიგნები უფასოდ ან ნახევარ ფასად. გამგეობამ სორის სამრევლო სკოლას ნახევარ ფასად გაუგზავნა სასწავლო წიგნები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19182; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .