საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19191

ფაქტი 19191

1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოხუმის ოლქის მღვდელმა ავქსენტი სახოკიამ, რომ გაეგზავნათ საჭირო სახელმძღვანელოები მისდამი რწმუნებული სამრევლო სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესასწავლად. გამგეობამ ავქსენტი სახოკიას თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19191; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .