საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19216

ფაქტი 19216

1911 წლის 9 ივნისს ჩატარებული კრების მიხედვით, სამუზეუმო კომიტეტმა გადაწყვიტა მუზეუმისთვის შენობის ასაშენებლად ადგილი ეყიდა ცისკარაშვილის ქვრივისგან (ერთი მეთოთხმეტედი ნაწილი) და ბედ 550 მანეთი მიეცა. სამუზეუმო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა აღნიშნული თანხა მათთვის იმ თანხიდან გადაეცა, რომელიც გადადებული იყო მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად. მოხსენებას ხელს აწერს სამუზეუმო კომიტეტის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი. კომიტეტის წევრები: ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და ვახტანგ მუსხელაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19216; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .