საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19221

ფაქტი 19221

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მასწავლებლის პასუხი მეჯვრისხევის სამეურნეო სკოლის მდგომარეობის შესახებ, რომ მას რვა სოფლის საზოგადოება ინახავდა, რომლის ხარჯი წელიწადში 900 მანეთი იყო. სკოლას ჰქონდა ფონდი, რომელსაც მაზრის მმართველობა განაგებდა. იქ 53 მოსწავლე სწავლობდა, ქალები არ სწავლობდნენ, იყო სივიწროვე, ნესტი, წვიმა ჩამოდიოდა, არ ჰქონდათ ლამფა, იატაკი და ეზო. არქიტექტორმა სკოლისთვის სხვა სახლი უფრო კარგი პირობებით არ გამოყო. სკოლაში ავეჯი საკმაოდ კარგი ჰქონდათ. ზამთარში ბევრი მოსწავლე ჰყავდათ, ხოლო ოქტომბერში რთველის დროს თითქმის, არც ერთი მოსწავლე არ დადიოდა სკოლაში. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19221; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .