საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19230

ფაქტი 19230

1912 წლის 17 თებერვლის გამგეობის წევრის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, მუზეუმისთვის ადგილი ე. წ. ფიქრის გორა დაგირავებული იყო თბილისის სათავადაზნაურო ბანკში და 1911 წლის 31 დეკემბრისთვის ვალად 22655 მანეთი და 60 კაპიკი ედო. ვალი წერა-კითხვის საზოგადოებამ თავის თავზე გადმოიტანა, 37344 მანეთი და 40 კაპიკი კი ნაღდად უნდა მიეცა მიწის მეპატრონისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19230; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .