1913 წლის 4 ივლისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება სწერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ საზოგადოების მიბარებულ ქონებას განაგებს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭო წერა-კითხვის საზოგადოების სამ წარმომადგენელთან ერთად, რომლებსაც უფლება ეძლევათ თუ არ დაეთანხმებიან საბჭოს რომელიმე დადგენილებას მიბარებული ქონების შესახებ, წერა-კითხვის საზოგადოებაში აღძრან საკითხი და ორივე საზოგადოების შეერთებული კრება განიხილავს მას. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი