დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც წიგნები ყდებში უნდა ჩაესვათ, გაეკეთებინათ ორი კარადა წიგნების დასალაგებლად და სამი ვიტრინა სამუზეუმო ნივთებისათვის. ასევე ერთი კარადა-ვიტრინა ილია ჭავჭავაძის ტანისამოსისათვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი