საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19384

ფაქტი 19384

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ საჭირო იყო ბიბლიოთეკებში სტატისტიკური ცნობების შესადგენად შემოეღოთ წიგნები და რვეულები, სადაც მკითხველებს შესაძლებლობა ექნებოდათ ჩაეწერათ თუ როგორი შინაარსის წიგნები მოსწონდათ, რომელი მწერალი და სხვ., რომ შემდეგ მათი გემოვნება და მოთხოვნილებები გაეთვალისწინებინა ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19384; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .