საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19421

ფაქტი 19421

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ქართული მუზეუმის შენობის აშენება ფიქრის გორაზე გადაწყდა, ამიტომ საჭირო იყო ახალი გეგმის შედგენა. გეგმის კონკურსი ადგილობრივ გაზეთებში უნდა გამოეცხადებინათ. წინასწარ მუშაობისა და გეგმის კონკურსის ხარჯი ერთად 3000 მანეთზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. გეგმა ისე უნდა შეედგინათ, რომ მომავალში შენობის გაფართოება შესაძლებელი ყოფილიყო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19421; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .