ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, სამუზეუმო განყოფილების მოვალეობა იყო: წიგნსაცავისა და მუზეუმის ხელნაწერებით, წიგნებითა და სხვა საჭირო ნივთებით შევსებაზე ზრუნვა; წიგნსაცავისა და მუზეუმის სისტემატიური კატალოგის შედგენა; წიგნსაცავსა და მუზეუმში შემსვლელთათვის წესების შედგენა; ურთიერთობა ჰქონოდა ისეთ პირებთან, რომლებიც იკვლევდნენ კავკასიის, კერძოდ, საქართველოს წარსულს. ხელს აწერენ სამუზეუმო განყოფილების თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: კორნელი სამსონის ძე კეკელიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი და ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი