საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19437

ფაქტი 19437

1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინსტრუქციის მიხედვით, საადმინისტრაციო განყოფილების (სექციის) შემადგენლობაში შედიოდნენ: საზოგადოების თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი, მოლარე, უძრავ ქონებათა გამგე, იურისტი და გამგეობის ორი წევრი (გამგეობის არჩევით). ხოლო სხვა განყოფილებები გამგეობის თითო და საზოგადოების ხუთ-ხუთი წევრისგან შედგებოდა. განყოფილებებს თავმჯდომარეობდნენ გამგეობის წევრები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19437; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .