დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შეეძინათ ის ქართული წიგნები, რომლებიც არ ჰქონდათ. ასევე, სხვა უცხოენოვანი წიგნები, რომლებიც საქართველოს და კავკასიას ეხებოდა და საჭირო იყო საქართველოს უკეთესად შესასწავლად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი