საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19468

ფაქტი 19468

1912 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბესარაბიის მეღვინეობისა და მევენახეობის საშუალო სასწავლებლის დირექტორმა, რომ ნაცვლად იაკობ ორჯონიკიძისა, რომელმაც სასწავლებელი უკვე დაასრულა, სტიპენდია დაენიშნათ ზუგდიდის მოქალაქე თეოფილე კვარაცხელიასთვის. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19468; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .