1907 წელს ივანე პურადაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძის ფონდის სასარგებლოდ ქუთაისში გამართულ საღამოზე შემოსული თანხიდან (370 მან.) 14 მანეთი ერგებოდა იოსებ ქუთათელაძეს მწერლის სურათის მიწოდებისთვის, დარჩენილი 356 მან. ილიას ფონდს ეგზავნებოდა.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი