საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19491

ფაქტი 19491

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ალექსანდრე როინაშვილის ნაანდერძევი 5%-იანი ქაღალდები უნდა გამოესყიდათ ბანკიდან, რომლებიც დაგირავებული ჰქონდა ა. როინაშვილს 1130 მანეთად. გამგეობამ ბანკიდან ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა დავით კარიჭაშვილს დაავალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19491; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .