საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19507

ფაქტი 19507

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სავარაუდო შემოსავალ-გასავალი დაამტკიცეს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა, თავმჯდომარის მოადგილე დავით კარიჭაშვილმა, წევრებმა: გიორგი ლასხიშვილმა, შიო დედაბრიშვილმა, ლუარსაბ ბოცვაძემ, გრიგოლ რცხილაძემ, გიორგი ცინცაძემ, ნინო ანთაძე-ნაკაშიძემ. შემოსავალი იყო: საწევრო გადასახადი 1400 მანეთი, ყულაბებით შეგროვილი 100 მანეთი, სეირნობიდან და კონცერტიდან შემოსული 1000 მანეთი, განყოფილებათა შემოსავლის 20% – 600 მანეთი, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობიდან შემოსული 6000 მანეთი, თბილისის ქალაქის თვითმმართველობისაგან ნავთლუღის სკოლისათვის – 500 მანეთი, სოფელ წინარეხიდან ადგილობრივი სკოლისთვის – 80 მანეთი, ნავთლუღის სკოლის მოსწავლეებისგან სწავლის საფასური – 60 მანეთი, სხვადასხვა შემოწირულობებიდან – 1000 მანეთი, ფულის სარგებელი და ზუბალაშვილის სასტიპენდიო – 19676 მანეთი და 88 კაპიკი, წიგნის მაღაზიის შემოსავალი – 5100 მანეთი, წიგნების გამომცემლობიდან – 9600 მანეთი, ხახანაშვილის დასაფლავებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც დააბრუნეს – 2398 მანეთი და 34 კაპიკი, 1914 წლის შემოსავლის ნაშთი – 4002 მანეთი და 09 კაპიკი, სულ – 51517 მანეთი და 31 კაპიკი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19507; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .