1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა უდის სახალხო ბიბლიოთეკის გამგემ, რომ ბიბლიოთეკისთვის გამოეწერათ შემდეგი ჟურნალ-გაზეთები: „მოამბე“, „კრებული“, „ჯეჯილი“, „კვალი“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „თარჯიმანი“, „კავკასია“ და „მეურნე“. ასევე გაეგზავნათ წიგნები, რომლებიც არ მოიპოვებოდა ბიბლიოთეკაში. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი