საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19533

ფაქტი 19533

1914 წლის 7 დეკემბერს ილია რუხაძემ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების შესასწორებლად გარეშე პირები მიეწვიათ და გაწეული სამსახურისთვის ჯილდო დაენიშნათ. მისი აზრით, მსგავსი კონკურსის გამოცხადება საქმისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა. კრებამ რუხაძის ეს წინადადება საყურადღებოდ მიიჩნია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19533; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .