საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19536

ფაქტი 19536

1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრმა არჩილ ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას შეეძლო დადგენილება გამოეტანა ან სურვილი გამოეთქვა მხოლოდ ისეთი საკითხების შესახებ, რომელიც მათი ორგანიზაციის მოქმედების ფარგლებს არ სცილდებოდა და არა მაგალითად, განესაზღვრა და ცვლილება შეეტანა შემომწირველთა მოქმედება-სურვილებში. ჯაჯანაშვილის აზრს დაეთანხმა გამგეობის წევრი გრიგოლ რცხილაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19536; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .