საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19539

ფაქტი 19539

1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა. სხდომაზე წაიკითხეს ლუკა ჯავახიშვილის წერილი, რომლითაც მან გამგეობას შეატყობინა, რომ თიანეთიდან გადასვლის გამო ვერ იმუშავებდა საზოგადოების აგენტად და მის მაგიერ გამგეობას შესთავაზა გიორგი რომანოზის ძე მრევლიშვილის კანდიდატურა, რომელიც თანახმა იყო ემუშავა თიანეთში საზოგადოების აგენტად. საკითხი გამგეობას არ განუხილავს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19539; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .