საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19558

ფაქტი 19558

1898 წლის 19 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის პედაგოგ ალექსანდრა ხახიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას აღმოეჩინა მისთვის შემწეობა. გამგეობამ კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტს მოსთხოვა დასკვნის გამოგზავნა, თუ რამდენად საჭირო იყო დახმარებოდნენ პედაგოგს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19558; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .