საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19599

ფაქტი 19599

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1899 წელს საზოგადოებაში გაწევრიანდნენ მუშები, რასაც წევრების მრავალრიცხოვანი მიღება მოჰყვა. სხვა დროს თუ 12 წლის განმავლობაში საზოგადოებას 100 წევრი შეემატა, 1899 წელს მუშების გაწევრიანებამ ისეთი გავლენა იქონია, რომ 1899 წლიდან 1907-მდე 972 წევრი დაემატა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19599; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .