საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19661

ფაქტი 19661

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოხსენება, რომ 1912 წლის 26 თებერვალს დაბა ხაშურში გაიმართა კრება იმ პირთა, რომელთაც სურდათ იქ დაეარსებინათ ბიბლიოთეკა და სამკითხველო. მათ ასევე აირჩიეს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრებად გიორგი იოსელიანი, ტრიფონ ჯაფარიძე, ალექსანდრე ნაიტაკი, იოსებ ძნელაძე და ივანე ტატიშვილი, რომლებიც მთავარმა გამგეობამ დაამტკიცა აღნიშნულ პოზიციაზე. ასევე ბიბლიოთეკის გამგეობამ საზოგადოებას სთხოვა თითო ცალი წიგნი მიეწოდებინათ თავისი გამოცემიდან, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19661; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .