საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19668

ფაქტი 19668

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა გიორგი დაფქვიაშვილმა, რომ მალე გადაეწყვიტათ სოფელ შრომაში სკოლის გახსნის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ დაადგინა, რომ სკოლის გახსნის ნებართვა უნდა გამოეთხოვათ მთავრობისგან, ხოლო სკოლის მზრუნველობა მიანდეს სიღნაღის განყოფილებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19668; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .