საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19681

ფაქტი 19681

1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობამ იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძეს ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ გაგრძელებული მისი სახელმძღვანელო წიგნების უკანონოდ ბეჭდვის საკითხთან დაკავშირებით თავის გასასამართლებელი საბუთი არაერთხელ მოსთხოვა, თუმცა მან არც ერთხელ არ წარმოადგინა იგი. მერკვილაძემ კი განმარტა, რომ საბუთების დაკარგვის შიშის გამო არ წარუდგინა საბუთები გამგეობას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19681; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .