საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19752

ფაქტი 19752

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს სალომე სვიმონის ასულმა ჯანდიერმა, მარიამ დავითის ასულმა შერვაშიძემ და დესპინე გრიგოლის ასულმა გელოვანმა, რომ ფულის სესხის სახით დახმარებოდნენ სოხუმში ქართული სკოლის აშენებაში. მათ თხოვნასთან ერთად წარმოდგენილი ჰქონდათ სოხუმის გამგეობისგან ქაღალდი, რომ უფლება ჰქონდათ მსგავსი შუამდგომლობით მიემართათ გამგეობისთვის. გამგეობამ განაცხადა, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი თანხა, ამიტომ გადაწყვიტეს, ეს საკითხი განეხილათ საზოგადო კრებაზე, რომელზეც აუცილებელი იყო სოხუმის გამგეობას წარმოედგინა საქმესთან დაკავშირებული საჭირო მასალები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19752; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .