საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19771

ფაქტი 19771

1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუკა რაზიკაშვილმა გამგეობას შესთავაზა, რომ შეეძინათ მთელი მისი ლიტერატურული ნაშრომი, რომელიც დაიბეჭდებოდა 12 ტომად, გამგეობის მიერ დაბეჭდილი მისივე თხზულებების მსგავსად. აღნიშნული საკითხი გამგეობამ განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19771; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .