საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19778

ფაქტი 19778

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მკურნალმა მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა, რომ დაეთმოთ მისთვის ილია ჭავჭავაძის თხზულებების გამოცემა. გამგეობამ განაცხადა, რომ მოხარულები იქნებოდნენ, თუ მ. გედევანიშვილი გამოსცემდა ი. ჭავჭავაძის თხზულებებს, ამიტომ ნება დართეს ესარგებლა საზოგადოების მფლობელობაში არსებული მასალებით, ასევე გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელის მოწერის დროს მ. გედევანიშვილს გამგეობისთვის უნდა გადაეცა 100 მანეთი, ასევე პირველი ტომის დაბეჭდვის შემდეგ 300 მანეთი და მეორე ტომის დაბეჭდვის შემდეგაც 300 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19778; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .