1908 წლის 18 სექტემბერს სიღნაღში მცხოვრებმა ქველმოქმედმა ექიმებმა კონსტანტინე და ნიკოლოზ ლაზარეს ძე ტურიაშვილებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საინგილოს სკოლისათვის 100 მანეთი და 24 კაპიკი შესწირეს (შეწირულობას ყოველ წელს გაიღებდნენ).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების მასალები | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი