საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19827

ფაქტი 19827

1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა საქმისმწარმოებელმა ზუბალაშვილების სტიპენდიის თაობაზე. გამგეობამ განაცხადა, რომ ახალი სტიპენდიების დანიშვნა ან ძველების განხილვა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს, ძველი სტიპენდიატებისთვის გაეგრძელებინათ სტიპენდიის გადახდა. ხოლო იოსებ გოგოლაშვილს, აკაკი ფაღავას, ვლადიმერ ორჯონიკიძეს, თამარ ხარაბაძეს და გიორგი ებრალიძეს მხოლოდ 1912 წლის პირველ ივლისამდე გადაუხდიდნენ სტიპენდიას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19827; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .