საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19845

ფაქტი 19845

1898 წლის 3 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე აბაშიძემ და ივანე ზურაბიშვილმა, რომ როცა გამგეობამ სენაკის სკოლის საქმე განიხილა, ისინი არ ესწრებოდნენ აღნიშნული საქმის განხილვას და სურდათ მათი აზრი შეეტანათ ოქმში. ისინი აცხადებდნენ, რომ სამსონ ყიფიანი უნდა გადაეყვანათ ჩვეულებრივი მასწავლებლის პოზიციაზე, რადგან მისი არასწორი ქმედება სკოლის საქმეების განხილვის შემდეგ ნათლად გამოჩნდა. გამგეობამ ხსენებული პირების მოხსენება ჩაწერა 15 ივნისით დათარიღებულ ოქმში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19845; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .