საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19872

ფაქტი 19872

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ალალო თუთაევმა, რომ თბილისის სხვა ბიბლიოთეკების მსგავსად დიდუბის ბიბლიოთეკისთვისაც დაენიშნათ წლიური დახმარება 200 მანეთის ოდენობით. გამგეობამ დახმარების თაობაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო თანხის რაოდენობას ხარჯთაღრიცხვის განხილვის დროს გადაწყვეტდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19872; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .