1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის განყოფილების გამგეობამ, რომ გასული წლის შემოსავლის 20%-ის გადაუხდელობა ეპატიებინათ მათთვის, თუმცა საზოგადოებამ უარი განაცხადა და ნახევარი წლის ვადა დაუწესა კავკავის გამგეობას. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი