საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19903

ფაქტი 19903

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1911 წლის 8 ნოემბერს გამგეობამ განიხილა ალაგირის ქართული სკოლისათვის შენობის ამგები კომისიის თხოვნა ფულით დახმარების შესახებ, რის თაობაზეც ცნობების შეგროვება კავკავის განყოფილებას დაევალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19903; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .