1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იპოლიტე ვართაგავამ გააკეთა მოხსენება დავით ეპისკოპოსის მიერ შემოწირული თანხის შესახებ. მოხსენების საფუძველზე გამგეობამ ბათუმის განყოფილებას შეატყობინა, რომ დავით ეპისკოპოსის შემოწირული თანხა 952 მანეთი მოხმარდებოდა ბათუმში მაჰმადიანთათვის ქართული სკოლის დაარსებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი