საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19909

ფაქტი 19909

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1911 წლის 29 ივნისს წინარეხის მასწავლებელმა გამგეობას მიმართა თხოვნით, რომ როგორმე მოეგვარებინათ საქმე მთიულებთან, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ ფულის გადახდისა. საკითხის გარკვევა გამგეობამ არჩილ ჯაჯანაშვილს მიანდო, რომელმაც 1911 წლის 4 აგვისტოს გააკეთა მოხსენება, რომლის საფუძველზეც გამგეობამ გადაწყვიტა, რომ წინარეხის სკოლის საქმის გამორკვევა და მოსაზრების წარმოდგენა დაევალებინა ალექსანდრე მდივნისათვის, ლუარსაბ ბოცვაძისა და არჩილ ჯაჯანაშვილისათვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19909; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .