საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20008

ფაქტი 20008

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა პეტრე მამრაძემ, რომ სანამ ილიას ძეგლის გარშემო რკინის მოაჯირს გააკეთებდნენ აუცილებელი იყო ამ ადგილის ხის ფიცრებით შემოტიხვრა, რისთვისაც მისი დაანგარიშებით საჭირო იყო 7 თუმანი. გამგეობამ ხარჯის გადამოწმება და შემდეგ საჭირო თანხის გაცემა დაავალა ალექსანდრე მდივანს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20008; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .