1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. სხდომაზე განცხადება გააკეთა ეკატერინე რუსიეშვილმა, რომ არ შეეძლო გომარეთის სკოლაში გადასვლა და მოითხოვა მასწავლებლად დაეტოვებინათ წინარეხის სკოლაში. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რაზედაც საზოგადოების წევრებმა: ილია ჭავჭავაძემ, ეკატერინე გაბაშვილმა, ივანე რატიშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და ივანე აბაშიძემ განაცხადეს, რომ პედაგოგი უნდა გადაეყვანათ არა გომარეთის სკოლაში, არამედ სხვა ადგილას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი