საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20049

ფაქტი 20049

1898 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომაზე თომა მთავრიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში წიგნებით მოვაჭრე ვასილ ბეჟანეიშვილი თანახმა იყო, დაეთმო მისთვის წიგნები საზოგადოების სახელით სოფლებში დასარიგებლად იმავე ფასად, რა ფასიც მას უჯდებოდა. მთავრიშვილი გამგეობას სთხოვდა ნებართვას წიგნების ყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20049; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .