საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20097

ფაქტი 20097

1897 წლის 2 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა, რომ ეცდებოდა სამეურნეო განყოფილებისათვის შეემუშავებინა საჭირო პროექტი და ასევე შეატყობინა გამგეობას, რომ აღმზრდელი ტერენტი წერეთლის ჯამაგირის საქმე მოახსენა სკოლის სამზრუნველო კომიტეტს. გამგეობამ განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღებდა ყიფიანის მოხსენებას და დაელოდებოდა სამზრუნველოს ცნობას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20097; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .