საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20140

ფაქტი 20140

1898 წლის 30 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა. სხდომაზე განიხილეს მარიამ დავითის ასული ჯავახიშვილის თხოვნა, რომ ხოვლეში ახლად გახსნილი სახალხო ბიბლიოთეკისთვის გამგეობას გაეგზავნა წიგნები: სახარება და „ცრემლები“ დუტუ მეგრელისა, კიდევ თხზულებანი: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით გურამიშვილის, რაფიელ ერისთავის, მამია გურიელის და ისიდორე დავითაშვილისა. ასევე ლექსიკონები: რაფიელ ერისთავისა და დავით ჩუბინაშვილისა. პასუხად გამგეობამ მარიამ ჯავახიშვილს გაუგზავნა წიგნები 23,7 მანეთად.

წელი:
1898
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1897-1898

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20140; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .