საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20266

ფაქტი 20266

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ მუზეუმის აშენებასთან დაკავშირებით საზოგადო კრებამ მიიღო შემდეგი რეზოლუცია: 1) საზოგადო კრების გადაწყვეტილებით მალევე უნდა დაეწყოთ მუზეუმის აშენების საქმე, 2) ამისათვის სამუზეუმო თანხას უნდა დამატებოდა შემდეგი თანხები: ილიასი, რაფიელ ერისთავის, სასტამბო და ძველი წიგნების ფონდისა, 3) აღნიშნული საქმე ჩაებარებინათ ცალკე კომისიისთვის, 4) კომისიაში უნდა აერჩიათ 3 წევრი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან, 3 წევრი საისტორიო საზოგადოებიდან და 5 წევრი დაენიშნათ საზოგადო კრების არჩევით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20266; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .