საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20436

ფაქტი 20436

1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ დათეშიძის თხოვნა წიგნის მაღაზიისთვის წიგნების შესაძენად კრედიტის მიღების შესახებ. გამგეობამ მას უარი უთხრა, რადგან ჯერ მაღაზია არ ჰქონდა გახსნილი და არც ის აცნობა, სად აპირებდა მაღაზიის გახსნას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20436; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .