1918 წლის 14 აგვისტოს ჩატარდა საკონსტიტუციო კომისიის სხდომა დაესწრნენ: ს. დადიანი, კ. მაყაშვილი, პ. საყვარელიძე, გ. ქიქოძე. დამხმარენი: საბჭოს წევრი დ. ჩიქოვანი, გ. ნანეიშვილი თავმჯდომარეობდა ს. დადიანი მდივნობდა საქმისმწარმოებელი დ. ნახუცრიშვილი რადგანაც პ. საყვარელიძეს და გ. ქიქოძეს დროს უქონლობის გამო სხდომაზე დარჩენა ვერ შეეძლოთ, უიმისოთ კი კვორუმი არ იქნებოდა, გადაწყდა, კომისიის სხდომა გადადებულიყო, მხოლოდ შაბათის /17 აგვისტოს/ სხდომისთვის მოწვევის ბარათები გაეგზავნოს კომისიის წევრებს, რომ უეჭველად დაესწრნენ სხდომას.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება | 1919-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი